საქართველოს 19–წლამდელთა ნაკრები – ირაკლი ზარიძის მორიგი სასტარტო და გამარჯვება

10 ოქტომბერი 2017
საქართველოს 19–წლამდელთა ნაკრებმა მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა ფინეთის თანატოლთა გუნდთან. მატჩი თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე შედგა. მოზარდმა ჯვაროსნებმა მეტოქე პირველ ტაიმში გატანილი გოლების წყალობით 2:0 დაამარცხეს. დღევანდელ შეხვედრაში სასტარტო შემადგენლობაში ვიხილეთ ვიტ ჯორჯიას შემტევი –  ირაკლი ზარიძე, რომელმაც მოედანზე 45 წუთი დაჰყო.
უკან დაბრუნება